პროექტის სახელწოდება: დიალექტიზმები ქართულ მწერლობაში
პროექტის მთავარი იდეა: გვეხმარება თუ არა დიალექტიზმები ნაწარმოების არსის უკეთ გასაგებად?
პროექტის აქტუალობა: დიალექტიზმების გამოყენება ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ კუთხის მცხოვრებთა ხასიათის წარმოსაჩენად.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა ლიტ. ნაწარმოებში დიალექტურ ფორმებს (იმერულს – დ. კლდიაშვილი, გურულს – ნ. გუმბაძე, კახურს – ი. ჭავჭავაძე, ფშაურს – ვაჟა–ფშაველა...), დააკვირდებიან ხსნის თუ არა მეტყველება პერსონაჟის ხასიათს. შეგროვებული მონაცემების მიხედვით შეიქმნება ესეები, ლექსები. დაიგეგმება ექსკურსიები კონკრეტული მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით.
მონაწილეთა ასაკი: VII – IX კლასები.
ვადები: სასწავლო წლის მანძილზე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან მწერალთა შემოქმედებას, მათი ცხოვრების გზას, ცალკეული კუთხის ყოფას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, შეიქმნება ესეები, გაუუმჯობესდებათ წერის კულტურა. მოსწავლეები შექმნიან ბლოგებს, სადაც განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: მხატვრული ლიტერატურა, საინფორმაციო წყაროები, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა...
პროექტის მსვლელობა: ლიტერატურული მასალის კვლევა მაგალითების მოძიების მიზნით, მუშაობა მწერლის შემოქმედებაზე, მოვალეობების გადანაწილება, მუშაობა პრეზენტაციებზე.
საგნებთან კავშირი: ისტორია,გეოგრაფია, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ცქიფურიშვილი
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: makacqifurishvili.blogspot.com